4/28/10

#1 ახალი ამბავი

წინასაარჩევნო კამპანია უკვე ერთი კვირაა, ოფიციალურად დაიწყო. ჟურნალი "ლიბერალი" კამპანიის დასრულებამდე, თითქმის ორი თვის განმავლობაში, საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს დააკვირდება.

ხუთი არხის (რუსთავი 2, იმედი, კავკასია, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი) მთავარი ახალი ამბების ანალიზი საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, რაზეა ფოკუსირებული მედია _ კანდიდატთა პროგრამებზე, თუ მათ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე, მერობის რომელ კანდიდატს, რა დრო ეთმობა, რა თემებს წამოწევენ წინ მაუწყებლები და რა წყაროებს ეყრდნობიან, ახალი ამბის გადაცემისას.

ძველი ექსპერიმენტია, იელის უნივერისტეტის მკვლევრებმა ერთი და იმავე საინფორმაციო გამოშვების ვიდეონაჩანაწერში ახალი ამბების მიმდევრობა გადაანაცვლეს. სამ ჯგუფს სამი სხვადასხვა გამოშვება ანახეს, სხვადასხვა პირველი სიუჟეტით. საინფორმაციო გამოშვების ნახვის შემდეგ კი ექსპერიმენტის მონაწილეებმა მნიშვნელოვანი საკითხები იმ მიმდევრობით ჩამოწერეს, როგორც ეს მათ მიერ ნანახ საინფორმაციო გამოშვებაში იყო. ექსპერიმენტმა დაადასტურა მედიის უნარი, განსაზღვროს იმ ამბების რიგითობა, რითაც საზოგადოება ახალ ამბებს მნიშვნელობას ანიჭებს.

წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ საინფორმაციო გამოშვებების პირველი ბლოკებიდან გაქრა გიგი უგულავა, რომელსაც IRI- რეიტინგების მიხედვით, მერობის კანდიდატთა რეიტინგში 46 პროცენტი აქვს.

ახლანდელი მერი, რომელსაც მმართველი პარტია კვლავ დაასახელებს მერობის კანდიდატად, წინა კვირის მთავარ ახალ ამბებში უკვე აღარ ჩნდება. და ეს მაშინ, როცაიმედისდარუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებების პირველ ბლოკში აქამდე გიგი უგულავას ერთადერთიკონკურენტიმხოლოდ ქვეყნის კრიმინალური ქრონიკა იყო.

თუმცა, გიგი უგულავას პირველი ბლოკიდან გაქრობა მაინც მოჩვენებითია. არ აქვს მნიშვნელობა, რა თემაზეა საინფორმაციოს პირველ ბლოკში გასული სიუჟეტი, უგულავა #1 ტელეამბავში მაინცმონაწილეობს”.

ავტოქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი ავიაკატასტროფა 6 აპრილისქრონიკისდაკურიერისპირველი ახალი ამბავი იყო. რუსთავი-2-ზე სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერიც მივიდა. “იმედზეკი პირველი ადამიანი, რომელიც დამწვარი თვითმფირნავის კადრს მერე გამოჩნდა, გიგი უგულავა იყო. 20 წამის განმავლობაში კადრი უცვლელი იყო _ მერი და მერიის საგანგებო სამსახურის უფროსი ინციდენტის ადგილზე მომხდარის დეტალებს ეცნობოდნენ. სატელევიზიო სიუჟეტის სტრუქტურაში საშუალოდ ამდენივეა კომენტარის ქრონომეტრაჟიც. მართალია, გიგი უგულავას ავიაკატასტროფის შესახებ გასულ არც ერთ სიუჟეტში კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მისისაქმე ლაპარაკის ნაცვლად”, არანაკლებ მეტყველი იყო.

მით უფრო, რომ საინფორმაციო გამოშვებათა მეორე და მესამე ბლოკებში ქალაქის მერი უკვე საკუთარ აზრსაც აფიქსირებს. რაზეც არ უნდა იყოს სიუჟეტი _ მერიის შუამდგომლობით კომპანიაჯორჯიან ბეიქერისთვისიაფი კრედიტის გაცემაზე თუ ეკონომკური განვითარების საერთაშორისო ფორუმზე, მერის გზავნილი ერთი და იგივეა: “მეტს დავასაქმებთდაკიდევ ბევრია გასაკეთებელი”. ორივე ფრაზა უგულავას პერსპექტივაში დანახვის საშუალებას აძლევს მაყურებელს. მაშინ როდესაც მერობის სხვა კანდიდატები ჯერ კიდევ ერთმანეთთან პაექრობენ, გამარჯვების მოპოვების სტრატეგიაზე კამათობენ, უგულავა მუშაობს _ ყველა კადრი, რომელშიც იგი ჩანს, მხოლოდ მის სამუშაო პროცესს ასახავს.

გიგი უგულავასამუშაო ამპლუაშიიყო 9 აპრილისქრონიკის”, “კურიერისადამოამბისმეორე ბლოკებში გასულ ვრცელ სიუჟეტებშიც, რომლებიც რიყეზე, მშვიდობის ხიდის გახსნასა და გმირთა მოედანზე მშენებარე ესტაკადის დათვალიერებას ეძღვნებოდა.

მერის გზავნილი იდენტური იყო, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული სიახლე მეტ ინვესტიციას ნიშნავს, რაც მეტი თბილისელის დასაქმებას შეუწყობს ხელს. როგორცქრონიკისჟურნალისტმა აღნიშნა, ქალაქის დათვალიერების შემდეგ გიგი უგულავამ პრეზიდენტისგან შექებაც დაიმსახურა. პრეზიდენტმა ქალაქის მერს მართლაც მოუწონაბრწყინვალე იდეა”, რომლის მიხედვითაც თბილისში, ესტაკადის გასწვრივ, ნიუ იორკის ცენტრალური პარკის ტიპის გამწვანებული ტერიტორია შეიქმნება.

ნაციონალურ არხებზე პირველ ბლოკში ხვდება ყველა სხვა:

ზურაბ ნოღაიდელი, საპროტესტო აქცების ფონზე, მიმდინარე გასვლებით რეგიონებში დარუსული ფულით”;

ნოღაიდელის გუნდთან მიერთების მოსურნე კახი კალაძე, კალა-კაპიტალის ბიზნესის ჩავარდნით და ავტოგოლების კადრების ფონზე ნაწინასწარმეტყველევი კარიერის დასარულით (მეორე დღეს კი ფეხბურთელიმაესტროს საინფორმაციო გამოშვებში ითხოვდარუსთავისგანდაიმედისგანსრულად გაეშვათ მასთან სატელეფონო ინტერვიუ, რათა მაყურებელს სრული წარმოდგენა შექმნოდა მის პოზიციასა და გეგმებზე);

ნიკა ივანიშვილი, რომელმაც ოპოზიციასცხვრებიუწოდა, “ქრონიკისანონსში კი ეს ტერმინი გადაცემის პროდიუსერებმა კიდევ უფრო დახვეწეს და ოპოზიციასპოლიტცხვრებიდაარქვეს;

ქართლოს ღარიბაშვილი მნიშვნელოავნი გზავნილით, რომ ქვეყნის პირველი პირობისკენ გზა მერობზე გადის;

გია მაისაშვილი უარით მერობის კანდიდატობაზე და ხელგაშლილი ცეკვისა და ვარჯიშის კადრების ფონზე;

და ბოლოს, ყველანი ერთად:Kლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ალასანია, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, სოზარ სუბარი, ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა, დავით გამყრელიძე. სიუჟეტები, რომლებიც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენას ეხება დაახლოებით 10-დან 15-მდე კომენტარს შეიცავს. იქმნება ილუზია, რომ ჟურნალისტები ყველა მხარის პოზიციას წარმოაჩენენ, რეალურად კი სრულიად წარმოუდგენელია მაყურებელი სიუჟეტში გადმოცემულ ამბავში გაერკვეს.

ახალი ამბების მიმდევრობაში ყველაზე განსხვავებულ სტრუქტურას პრველი არხი სთავაზობს მაყურებელს. “მოამბეშიძირითადად სოციალური ამბებია პირველ სიუჟეტებად, საარჩევნო თემებს წინ უსწრებს მაგალითად ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობაზე ვრცელი სიუჟეტი, მაშინ როცამოამბემდაახლოებით ერთი თვის წინ ნომერ პირველ სიუჟეტად შესთავაზა მაყურებელს ამ თემაზე ვრცელი მასალა და ამ ამბავმა მაშინმოამბისეთერში ლარსის სასაზღვრო პუნქტის თემაც კი დაჩრდილა. სამაგიეროდ, “მოამბეკვირაში სამჯერ მიუძღვნის თვითმმართველობის არჩევნებსმოამბე პლუსს”, რომელშიც მერობის კანდიდატებს მოიწვევენ. როგორც წამყვანმა აღნიშნა, კანდიდატები შეეცდებიან, თავი მოაწონონ ამომჩევლებს.

Gგარკვეული თემები წარმატებით გამოდგება იმის ინდიკატორად, რომელი არხი რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას ამ ორი თვის განმავლობაში. პრეზიდენტის და გიგი უგულავას ვიზიტი ქალაქის საამშენებლო ობიექტებზე, 9 აპრილსრუსთავი-2”-სა დაიმედისდღის საინფორმაციო გამოშვებების მთავარ ამბად იქცა, “მაესტრომდაკავკასიამკი პრეზიდენტისა და მერის სეირნობას ქალაქში ერთ-ერთი უკანასკნელი სიუჟეტი მიუძღვნეს.

ვანო მერაბიშვილის ინტევრიუკომერსანტთანსათაურითომი ჯერ არ დამთავრებულა” “მაესტროსდაკავკასიისძირითადი ახალი ამბავი იყო 7 აპრილს. ნაციონალურმა ტელეარხებმა კი იგი მეორე ბლოკებში გადაიტანეს და თანაც განსხვავებული აქცენტებითა და ნაწყვეტებით.

სამეფო ქორწინება რომ რუსული პროექტი იყო და გივი თარგამაძე რომ რუსებს 50 000 დოლარს სთავზობდა სტალინის ძეგლის აფეთქების სანაცვლოდ, მხოლოდმაესტროსსაინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა.

ნოღაიდელის პასუხს კი მერაბიშვილის ამ ინტერვიუზექრონიკამსაარქივო მასალაც მიაშველა მისი პერსონაჟის უკეთგასახსნელად”: “მალე სააკაშვილისა და მერაბიშვილის ნეკროლოგებს წაიკითხავთ”, “ფეხებს მივამვტრევთდასიცოცხლის ფასად დაუჯდებათ”, - იმუქრებოდა ნოღაიდელიქრონიკისსაარქივო მასალაში.

თემა-ინდიკატორიიყო სიუჟეტებიც სტამბათბილისელებისწინ გამართული აქციის შესახებ. შპს 2002 წელს დაფუძნდა და მისი შემოწმება პირველად 25 მარტს გადაწყვიტა ფინანსთა სამინისტრომ. ამბავი ყველა არხის საინფორმაციო გამოშვებათა მთავარ ბლოკში მოხვდა, თუმცამაესტროსადაკავკასიაზესიუჟეტის ძირითადი ღერძი სტამბის დალუქვა იყო აქციის მონაწილეთა დაკავების ვრცელი კადრებით. ნაციონალურ მაუწყებლებზე კი სიუჟეტები პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შეხლა-შემოხლის კადრებითა და ოპოზიციის წევრთა მუქარის ფრაზებით დაიწყო: “ბიშკეკი მოგენატრებათ”, “საქართველოში რევოლუციის სუნი მცემს”. მხოლოდ სიუჟეტების მეორე ნაწილში იყო გადმოცემული, რამ გამოიწვია ოპოზიციის წევრთა უკმაყოფილება და რას აპროტესტებდნენ აქციის მონაწილეები ქუჩის გადაკეტვით.A

სტამბის დახურვაა მთავარი ამბავი, თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მუქარები? – სიუჟეტის ძირითადი თემისა და ფონის გადანაცვლებით, არხები თავიანთი პოლიტიკურ ლოიალობის დემონსტრირებას ახერხებენ.

კადრში გამოჩენის რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს. საინფორმაციო გამოშვებათა მთავარ ახალი ამბებში ოპოზიციის სახეების ასე უხვად და ნეგატიურ კონტექსტში გამოჩენა კი, მეორე და მესამე ბლოკებში გადამალული გიგი უგულავას სასარგებლოდ მუშაობს.

13 აპრილი, 2010

"ლიბერალი"

No comments: